loader

კახა კალაძემ ახალი განკარგულება გასცა და მერიას დაქვემდებარებულ ყველა უწყებას მიმართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კახა კალაძემ ახალი განკარგულება გასცა და მერიას დაქვემდებარებულ ყველა უწყებას მიმართა

კახა კალაძე საქალაქო სამსახურებს და გამგეობებს ავალებს, იმ კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების ინსპექტირება განახორციელონ, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანთან მიმართებით ყალბი დოკუმენტის მომზადება ბრალდება

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერიას დაქვემდებარებულ უწყებებს ავალებს, ყველა იმ შესრულებული სამუშაოს ინსპექტირება განახორციელონ, რომლის ექსპერტიზაც შპს „მშენ ექსპერტმა“ შეასრულა.

კახა კალაძის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის მსგავსი აღარასდროს განმეორდეს.

„მინდა დავავალო მერიას დაქვემდებარებულ ყველა უწყებას, სამსახურებს, გამგეობებს და დაქვემდებარებულ კომპანიებს, განახორციელონ ქალაქის მასშტაბით ყველა იმ შესრულებული სამუშაოს ინსპექტირება არსებულ ნორმებთან და წესებთან შესაბამისობაზე, რომლის ექსპერტიზაც თავის დროზე გაკეთებული აქვს შპს „მშენ ექსპერტს“. ეს არის საექსპერტო ბიურო, რომელსაც გამოძიება ყალბი დასკვნის გაცემას ედავება. სამწუხაროდ, დროს უკან ვეღარ დავაბრუნებთ და დღეს ერთადერთი, რაც თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია, არის ის, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა აღარასდროს განმეორდეს მსგავსი ტრაგედია. თბილისში სულ უნდა ისმოდეს ბავშვების ჟრიამული, ამას მარიტას ხსოვნას გვავალდებულებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.