სროლა ბათუმში - დაჭრილია სამი უცხო ქვეყნის მოქალაქე
ბათუმში, ძველი ბულვარის ტერიტორიაზე სამი ადამიანი დაჭრეს.
მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მათ ცეცხლსასროლი იარღიდან სროლის ხმა გაიგეს.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა “მედცენტრში" გადაიყვანა. როგორც კლინიკაში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო ორის დამაკმაყოფილებელი. ექიმების თქმით, დაშავებულებს გამოკვლევები უტარდებათ.
დაშავებულები, ერთი ქალი და ორი ახალგაზრდა მამაკაცი, უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
„ინტერპრესნიუსი“ მომხდარის დეტალებს არკვევს და დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.