კადრები ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოდან, სადაც 9 დაკავებული ამ წუთებში მიიყვანეს
ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებულები ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარ სამმართველოში მიიყვანეს. მათ სავარაუდოდ ბრალს ოფიციალურად ცოტა ხანში წაუყენებენ. შსს-ს ინფორმაციით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია სულ 9 პირი. მათ შორისაა კომპანია "გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე.
შსს, გამოძიების ფარგლებში, სხვა პირების დაკავებასაც არ გამორიცხავს.
წყარო: "მთავარი არხი"