"რა სამსახური გქონდა, ქალო, შენც ახლა ნაომი ქემბელი არ მყავდე... დემნა, გაიგე, რა ხდება? ნელკა გვიჩივის" - ზალიკო ბერგერი ნელი დოროყაშვილს ისევ უპირისპირდება
ზალიკო ბერგერი ნეკა დოროყაშვილს ისევ უპირისპირდება. ნეკა დოროყაშვილი, რომელიც ყოფილ ქმარს, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ძალადობაში ადანაშაულებს, გადაცემაში "სტუმრად ლელასთან" იმყოფებოდა, სადაც მან ბასილაშვილთან ურთიერთობის შესახებ დეტალურად ისაუბრა.
"რა სამსახური გქონდა, ქალო, შენც ახლა ნაომი ქემბელი არ მყავდე... დედა, აგი რა დურაა. ნელკა მისულა ლელკასთან, ვითომ არ იცის იმან, ეს რა აფერისტკაა. თან რა სიტყვები უსწავლია ნელკას, ადვოკატური, თან სტილი რომ შეუცვლია. ვითომ არაფერი შემეშალოსო. 400 კვადრატები რომ წაუღია. მე და დემნაზე რომ ატ..კებდი, ნიკოლოზი ზალიკოს და დემნა გვასალიას სწერდაო. ქალო, მითხარი, რას გვწერდა? ესე იგი, ბიჭს გემოვნება ჰქონია და იცის, ვის უნდა მისწეროს" - ამბობს ზალიკო ბერგერი.
ცნობისთვის, 2 კვირის წინ ნელი დოროყაშვილსა და ნიკოლოზ ბასილაშვილს შორის მიმოწერას, რომელშიც ზალიკო ბერგერიც იყო ნახსენები, ქართველი დიზაინერი "ფეისბუქზე" შემდეგი შინაარსის პოსტით გამოეხმაურა:
"ეს მუ... ნახე რა! თუმცა, დემნასთან ერთად მოხსენიებისთვის დიდი მადლობა ნელკას, თუ რაც ჰქვია ამას. ბასილა ჩვენი სიამაყეა და დემნა ყველაზე მაგარი მსოფლიოში. თუ წერდა იმასაც, მაგაზე უკეთესი რა უნდა ექნა".
ნელი დოროყაშვილსა და ნიკოლოზ ბასილაშვილს შორის მიმოწერის შინაარსი კი შემდეგნაირია:
"შენთვის მე და ლუკასი აღარ ვარსებობთ თურმე ძალიან დიდი ხანია. ეს მე ვცხოვრობდი ბნელეთში და მჯეროდა…
გველის ნაკბენი რჩება და შენი ნაკბენი არა. რამენაირად მე და ჩემი შვილი გადავლახავთ ამ ყველაფერს. „სამართალი ურმით დადის“, რად გინდა სიცოცხლე ამ ყველაფრის მერე? შენ გგონია გათავისუფლდი, რომ ცოლ-შვილი მოიშორე? ორი აგური უნდა გეჭიროს და მესამეს ეძებდე. ზალიკო ბერგერს და დემნა გვასალიებს რომ იმატებ და ელიტა გგონია, აი, ეგ დონე გაქვს შენ და ეგ ინტელექტი.
"მიჩვენე მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ". შენ ხომ ეს ყველაფერი გკიდია, რამდენს დაიკიდები კიდევ, რამდენს მოერევი, დაკიდულიც ხარ და გადაკიდებულიც. მე და ლუკასი რაღაცნაირად შევეგუებით. ეს შენ შეეგუე და დაიმახსოვრე დღევანდელი რიცხვი, ბლოკნოტში ჩაიწერე, შე სკლეროზიანო, რამდენ ხანს გაგრძელდება შენი აღმავლობა. ვაი შე საცოდაო…"