"ვარკეთილის მეტროში ჭერის ექსპერტიზა რომ გააკეთა კომპანიამ, იმას რომ ანდობ შადრევანს, მერე რაზე უნდა ვილაპარაკოთ?! მესმის, რომ ადამიანურად უჭირს, მაგრამ პასუხისმგებლობა სადაა?" - ლევან ხაბეიშვილი
ოთხი დღე გავიდა ტრაგედიიდან და ამ დრომდე არცერთი საჯარო პირი, არცერთი თანამდებობის პირი დასჯილი არ არის და ამბობთ, რომ დაველოდოთ გამოძიებას. როდის რა გამოიძიეთ ოღონდ, არ მახსოვს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რამდენიმე წლის წინ ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევის ფაქტი გაიხსენა და იკითხა, მომხდარზე რომელი მაღალი თანამდებობის პირი დაისაჯა.