“ეს რომ ვინმეს თავზე ჩამოენგრეს, პასუხისმგებლობა ვის ეკისრება?!“ - რა სიტუაციაა აეროპორტის გზაზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში?
“ეს რომ ვინმეს თავზე ჩამოენგრეს პასუხისმგებლობა ვის ეკისრება?! სამგორის რაიონის გამგეობა, იქნებ თქვენ იცოდეთ“ - წერს მოქალაქე ჯგუფში “ქალაქის პრობლემები“ და აეროპორტის გზაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ წვიმის დროს თითქმის ყველგან წყალი ჩამოდის.