loader

“აი, ეს ხდება ყოველ დილით! პარალიზებულია თითქმის ყველა ქუჩა თუ გამზირი“ - მოქალაქე რუსთაველის გამზირზე გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“აი, ეს ხდება ყოველ დილით! პარალიზებულია თითქმის ყველა ქუჩა თუ გამზირი“ - მოქალაქე რუსთაველის გამზირზე გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს

“პირველად ვპოსტავ და არ ვიცი, რამდენად თემატურია, თუმცა ვპოსტავ იმიტომ, რომ იქნებ ბევრი მსგავსი აზრის დაფიქსირებამ მაინც გამოიწვიოს რაიმე სახის რეაგირება.

აი, ეს ხდება თითქმის ყოველ დილით “რუსთაველის მეტროსთან“ მდებარე გაჩერებასთან და არამხოლოდ რუსთაველის.

დღეს ნებისმიერ მონაკვეთში ტრანსპორტით გადაადგილება თითქმის შეუძლებელია, პარალიზებულია თითქმის ყველა ქუჩა თუ გამზირი. ამ ყველაფრის ფონზე კი არჩილ თალაკვაძე აქვეყნებს ფოტოს წარწერით "#Thbilisi has the comfortable public transport"...

უბრალოდ კითხვა მიჩნდება, არის კი საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა კომფორტული და შესაძლებელი?“ - წერს მარიამ კვარაცხელია “სასოწარკვეთილი მომხმარებლების ჯგუფში“.