რუსულმა მხარემ უკრაინას ტყვედ აყვანილი 108 ქალი დაუბრუნა - ემოციური კადრები
უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეთა მორიგი გაცვლა მოხდა
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, რუსეთთან ტყვეთა გაცვლის შედეგად 108 ქალი გაათავისუფლეს.
„დღეს სამხედრო ტყვეების მორიგი მასშტაბური გაცვლა განხორციელდა. ტყვეობიდან ჩვენ 108 ქალი გავათავისუფლეთ. ეს იყო პირველი გაცვლა, რომელიც მხოლოდ ქალებს შეეხოთ“, - აღნიშნა ერმაკმა.
დონეცკის სეპარატისტული რეგიონის ხელმძღვანელმა დენის პუშლინმა დაადასტურა გაცვლის შესახებ გავრცელებული ცნობები და დასძინა, რომ გაცვლაზე დათანხმებული 110 ადამიანიდან ორმა პირმა რუსეთში დარჩენა გადაწყვიტა.