loader

როგორ ჩატარდა ღვინობისთვის ტრადიციად ქცეული დღესასწაული - "ქართული ღვინის ფესტივალი 2022" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ ჩატარდა ღვინობისთვის ტრადიციად ქცეული დღესასწაული - "ქართული ღვინის ფესტივალი 2022"

როგორ ჩატარდა ღვინობისთვის ტრადიციად ქცეული დღესასწაული - "ქართული ღვინის ფესტივალი 2022"

ღვინობისთვეში, ტრადიციულად, შარდენზე “ქართული ღვინის ფესტივალი” გაიმართა. სიონის ქუჩაზე მისულ სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში ქართული ღვინისა და ქართული წარმოების პროდუქტების დეგუსტაციის შესაძლებლობა ჰქონდათ. მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და სხვადასხვა გასართობი პროგრამა - მიმების შოუ, დრამების შოუ, ოჩოფეხები, ცეცხლების შოუ. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა როგორც ქართული ფოლკლორული ანსამბლების, ისე ქართული ბენდებისა და უცხოური მუსიკის შემსრულებლების კონცერტი. ასევე, მოეწყო “კოკა-კოლას” გათამაშება, სადაც გამარჯვებულს სასაჩუქრე ყუთი გადაეცა. რიგით მეოთხე “ქართული ღვინის ფესტივალი” პანდემიის გამო ორწლიანი პაუზის შემდეგ პირველად გაიმართა. ფესტივალის სპონსორი იყო „კოკა-კოლა“, ფესტივალის პარტნიორები კი იყვნენ “პალიტრა ჰოლდინგი“, „მეიდან ჯგუფი“, პრემიუმ ხარისხის ღვინის შესაფუთი მასალების მიმწოდებელი კომპანია „ვაინპაკი“ და „თბილისის ღვინის მუზეუმი“.