რუსეთის დროშა ფეხსაწმენდის ნაცვლად - კადრები წალენჯიხიდან, სადაც ქართველი მებრძოლისთვის პატივის მისაგებად მისულებმა ჯერ რუსეთის დროშას უნდა დააბიჯონ ფეხი
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ედიშერ კვარაცხელია მშობლიურ სახლში, წალენჯიხაში დღეს გადაასვენეს.
ედიშერ კვარაცხელიას სახლში, სადაც პანაშვიდი მიმდინარეობს, ფეხსაწმენდის ნაცვლად, რუსეთის დროშაა დაფენილი. ედიშერ კვარაცხელიასთვის პატივის მისაგებად მისულებმა ჯერ რუსეთის დროშას უნდა დააბიჯონ ფეხი.
ედიშერ კვარაცხელია უკრაინაში 2014 წლიდან იმყოფებოდა. ის 10 ოქტომბერს, ბახმუტთან დაბომბვას ემსხვერპლა.
კვარაცხელია უკვე მე-20 ქართველი მებრძოლია, რომელიც უკრაინაში დაიღუპა.