"მაშინაც წყალში დენის არსებობით სამი ბიჭი დაიღუპა, ისინიც 55-ელები..." - 80-იან წლებში მომხდარი ტრაგედია, რომელმაც თბილისი შეძრა
ვაკის პარკში მომხდარმა გაუგონარმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. ადამიანები 13 წლის მარიტა მეფარიშვილის ტრაგიკულ გარდაცვალებას გლოვობენ. სოციალური ქსელიც სავსეა სამძიმრის ტექსტებით...
13 ოქტომბრის ტრაგედიამ თბილისელების გარკვეულ ნაწილს 80-იან წლებში თბილისის ზღვაზე მომხდარი ტრაგედია გაახსენა, რომელსაც 18-19 წლის სამი ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა.
"ამ საშინელებამ, რაც მოხდა, ყველას 1984 წელს თბილისის ზღვაზე დატრიალებული ტრაგედია გაგვახსენა. მაშინაც წყალში დენის არსებობით სამი არაჩვეულებრივი ბიჭი გარდაიცვალა, ჩემი სკოლელები. ისინიც 55-ელებია, ჩემი პარალელურკლასელი კახა ჩხაიძე, მისი ძმა გოგიტა და გოგლიკა ჩოგოვაძე. ერთმანეთის საშველად ხტებოდნენ იახტიდან წყალში და… 19-20 წლის ბიჭები ვიღაცის უპასუხისმგებლობას შეეწირნენ... არც მახსოვს, მაშინ ვინმე თუ დაისაჯა. ალბათ არა, თორემ გამახსენდებოდა, არ ვიცი…
ახლაც გამიახლდა ის საშინელი განცდა და სულის შემხუთავი ტკივილი… ანგელოზივით ბავშვი… ღმერთო ჩემო... მთელი ჩემი ბავშვობის მოგონებებით სავსე ვაკის პარკში ასე მგონია, ვეღარასოდეს შევალ… არადა, სულ ცოტა ხნის წინ ვიყავი ნუცასთან, ჩემს შვილიშვილთან ერთად, როგორ მომეწონა, ერთი სული მქონდა, ბოლომდე როდის დამთავრდებოდა… ეს რამხელა ტრაგედია დატრიალდა“, - წერს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ინტერნეტმომხმარებელი მარიამ გელაშვილი.
განაგრძეთ კითხვა ambebi.ge-ზე...