loader

"რაღაცაზე ვაწყენინე, მაპატია, მაგრამ ჩემს თავს ვერ ვაპატიე, ახლაც მიყვარს" - ყველასგან მიტოვებული 66 წლის პროფესორის უმძიმესი ისტორია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რაღაცაზე ვაწყენინე, მაპატია, მაგრამ ჩემს თავს ვერ ვაპატიე, ახლაც მიყვარს" - ყველასგან მიტოვებული 66 წლის პროფესორის უმძიმესი ისტორია

66 წლის თემური ბაბუს ახლა საზოგადოების დახმარება სჭირდება. ლოგინად ჩავარდნილი ფიზიკოსი ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო სახლის გარეშე დარჩა. 5- ჯერ გადატანილი ინსულტი, ოთხი თავის ტრეფანაცია, ეპილეფსია და ჩაკეტილი სახსარი - მისი დიაგნოზი მრავალფეროვანია.

ხუთი წლის წინ თბილისის ერთ-ერთ პარკში უგონოდ მყოფი მოხუცი დარეჯან გუჯეჯიანმა იპოვა, სწორედ ის და მისი მეგობრები უვლიან მარტო დარჩენილ მამაკაცს.

თემურის ისტორიის მხოლოდ მცირე ნაწილი ვიცით, რადგან ამ თემაზე საუბარი არ სურს, თუმცა მისი ტრაგედიის ერთ-ერთი ნაწილი ახალგაზრდობის სიყვარულს უკავშირდება. სამუდამოდ პირველი სიყვარულის ერთგული დარჩა და ცოლი არასდროს შეურთავს. ცხოვრების დიდი ნაწილი იმ უნივერსიტეტში გაატარა, რომლის ეზოც წლების შემდეგ მისი თავშესაფარი გახდა.

ფეხზე გავლის შანსი ისევ არსებობს, თუმცა ამისთვის საჭირო სახსრები ფონდს აღარ აქვს. სწორედ ამიტომ, 66 წლის სიცოცხლეზე შეყვარებულ მამაკაცს საზოგადოების დახმარება სჭირდება.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ მითითებულ ანგარიშის ნომრებზე:

საქ.GE17BG0000000161561667

თბ.GE50TB7687145063600044

ლიბ.GE42LB0711179557431000 Darejan უცხოეთიდან .ფეიფალი.nadiko-gujejiani@hotmail.com