loader

ახალქალაქში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 22 წლის ბიჭი დაიღუპა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალქალაქში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 22 წლის ბიჭი დაიღუპა

16 ოქტომბერს გვიან ღამით ახალქალაქში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის მოპირდაპირე მხარეს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 22 წლის ბიჭი, რომელიც ქუჩაში ფეხით გადაადგილდებოდა მანქანა დაეჯახა.

„ჩვენთან დაახლოებით ღამის 02:00 საათი იქნებოდა, რომ შემოიყვანეს 22 წლის ბიჭი, უკვე ტერმინალური იყო უგონოდ, ფაქტობრივად გარდაცვლილი შემოიყვანეს და მალევე დაფიქსირდა გარდაცვალება. დაახლოებით 04:00 საათზე ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს“,- ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“ ახალქალაქის რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორი ალექსანდ თოროსიანი.

ადგილზე საპატრულო პოლიცის ეკიპაჟები იყო მობილიზებული.