უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ედიშერ კვარაცხელია საქართველოში ჩამოასვენეს
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ედიშერ კვარაცხელია საქართველოში ჩამოასვენეს. ქართველ მებრძოლს აეროპორტში პატივი ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა მიაგეს.
ედიშერ კვარაცხელიას სამოქალაქო პანაშვიდები დღეს და ხვალ გაიმართება, შემდეგ კი მას წალენჯიხაში გადაასვენებენ, სადაც სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
ედიშერ კვარაცხელია უკრაინაში 2014 წლიდან იმყოფებოდა. ის 10 ოქტომბერს, ბახმუტთან დაბომბვას ემსხვერპლა.
კვარაცხელია უკვე მე-20 ქართველი მებრძოლია, რომელიც უკრაინაში დაიღუპა.