loader

"არ არის გამორიცხული, რომ ეს ყოფილიყო სპეციალურად გაკეთებული ვიღაცის მიერ" - "გრინსერვის პლუსის" დირექტორის ადვოკატი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ არის გამორიცხული, რომ ეს ყოფილიყო სპეციალურად გაკეთებული ვიღაცის მიერ" - "გრინსერვის პლუსის" დირექტორის ადვოკატი

"არ არის გამორიცხული, რომ ეს ყოფილიყო სპეციალურად გაკეთებული ვიღაცის მიერ" - ამის შესახებ კომპანია “გრინსერვის პლუსის” დირექტორის, ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატმა, ტარიელ კიკნაძემ ჟურნალისტებს ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოსთან განუცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკვშირებით.

ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში „გრინსერვის პლუსის“ დირექტორის, ლაშა ფურცხვნიძის ხელმეორე გამოკითხვა მიმდინარეობს. ფურცხვანიძე ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შესახებ პოლიციის სამმართველოში გასული ორი დღის განმავლობაში იკითხებოდა, თუმცა სამართალდამცველებმა გამოკითხვაზე ის დღესაც დაიბარეს.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.