loader

"რამე უბედურება არ დაგვატყდეს თავს... სადენები ღია მდგომარეობაშია" - "ანტიკორუფციული მოძრაობის" წარმომადგენელის მიმართვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რამე უბედურება არ დაგვატყდეს თავს... სადენები ღია მდგომარეობაშია" - "ანტიკორუფციული მოძრაობის" წარმომადგენელის მიმართვა

"დაზიანებულია... სადენები ღია მდგომარეობაშია. მოვუწოდებ ბათუმში მერიას შეხედოს, იქნებ, საფრთხის შემცველია. იმიტომ რომ სამწუხარო მაგალითები გვაქვს ქვეყანაში... რომ შემდეგ თავზე ხელი არ შემოვირტყათ, რამე უბედურება არ დაგვატყდეს თავს" - აცხადებს "ანტიკორუფციული მოძრაობის" წარმომადგენელი ლაშა ხოზრევანიძე.

ბათუმის ცენტრალურ პარკში დენის გაშიშვლებული სადენები ამ დრომდე შეფუთული არ არის - ინფორმაციას გამოცემა Batumelebi ავრცელებს. გამოცემის ცნობით, პარკში, ქვის სკამები გასულ წელს დადგეს. ქვის სკამებს, ქვედა ნაწილში დამონტაჟებული აქვს განათება. შესაბამისად, მას წვდომა აქვს დენის წყაროსთან. სტატიაში აღნიშნულია, რომ პარკის მარცხენა სანაპიროზე, დაახლოებით 20-მდე ქვის სკამია განთავსებული. აქედან, უმრავლეს შემთხვევაში დენის წყარო დაზიანებულია, სადენები კი ღიაა. სკამზე, რომელზეც დენის სადენები დაუცველ მდგომარეობაშია, პატარა ბავშვები და ხანდაზმული ადამიანები სხედან.

ვიდეო: "მთავარი არხი"