loader

შემზარავი შემთხვევა რუსთავში, 19 წლის ბიჭმა 38 წლის დედა დაჭრა - "ქალს ჭრილობა ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შემზარავი შემთხვევა რუსთავში, 19 წლის ბიჭმა 38 წლის დედა დაჭრა - "ქალს ჭრილობა ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული"

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, 38 წლის ქალი შვილმა დაჭრა. არსებული ინფორმაციით, 19 წლის შვილსა და დედას შორის კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე მოხდა.

როგორც ცენტრალური საავადმყოფოს დირექტირის მოადგილემ, დავით გოგოძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ქალს ჭრილობა ცივი იარაღით მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული.

"ახალგაზრდა ქალს ჭრილობა ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული და აღენიშნებოდა მუცლის ღრუს ორგანოების დაზიანება. ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია, პაციენტი ამ დროისთვის კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაშია. მისი მდგომარეობა სტაბილურია", - განაცხადა გოგოძემ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. სამართალდამცველებმა დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი უკვე დააკავეს.