loader

უმძიმესი შემთხვევა, დაიღუპა სულ მცირე 28 ადამიანი - კადრები თურქეთიდან, სადაც მაღაროში აფეთქება მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უმძიმესი შემთხვევა, დაიღუპა სულ მცირე 28 ადამიანი - კადრები თურქეთიდან, სადაც მაღაროში აფეთქება მოხდა

თურქეთში, ბართინის პროვინციაში, მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი, ფაჰრეთინ კოჩა „ტვიტერში“ წერს.

ამასთან, თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების ხელმძღვანელის, ფაჰრეთინ ალთუნის განცხადებით, 58 გადარჩენილი მაღაროელიდან 11 საავადმყოფოებში მკურნალობს.

ბართინის პროვინციაში მდებარე მაღაროში აფეთქება გუშინ მოხდა. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში 150 ადამიანია ჩართული.