მიხეილ სააკაშვილი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება
ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.
"ჩემი შვილი ედუარდი ცეკვაზე 55-ე სკოლაში დადიოდა, ჩემი ალისა ძალიან ხშირად თამაშობს ვაკის პარკში. შეძრწუნებული ვარ იმით, რაც მოხდა და რაც ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება დამართნოდა. ჩემი გულწრფელი, მამობრივი სამძიმარი მშობლებს" - წერს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.