"გრინსერვისის" დამფუძნებლის, ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატი პირველ კომენტარს აკეთებს
ლაშა ფურცხვანიძისთვის ბრალის წარდგენას არ ველოდები, არ არის საკმარისი მტკიცებულებები, - ამის შესახებ კომპანია “გრინსერვის პლუსის” დირექტორის, ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატმა ტარიელ კიკნაძემ ჟურნალისტებს ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოსთან განუცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით.
ტარიელ კიკნაძის თქმით, ყველაფერზე ისაუბრებს მხოლოდ მაშინ, რაც საგამოძიებო მოქმედებები დასრულდება.