loader

"იმყოფება მართვით სუნთქვაზე, საძილე მედიკამენტების მოქმედების ფონზე სძინავს" - "ნიუ ჰოსპიტალსის" ექიმი მოზარდზე, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"იმყოფება მართვით სუნთქვაზე, საძილე მედიკამენტების მოქმედების ფონზე სძინავს" - "ნიუ ჰოსპიტალსის" ექიმი მოზარდზე, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა

ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ბავშვი კვლავ "ნიუ ჰოსპიტალსის" ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება. მოზარდის სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია, მას ხელოვნური სედაცია უტარდება და ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე - ე.წ. ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

ცნობისთვის, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.