loader

"2 მოწყობილობაა, რომლებიც უნდა იყოს ადგილზე; ერთ-ერთი მათგანი მწყობრში რომ ყოფილიყო, ეს არ მოხდებოდა" - სანდრო შელია ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"2 მოწყობილობაა, რომლებიც უნდა იყოს ადგილზე; ერთ-ერთი მათგანი მწყობრში რომ ყოფილიყო, ეს არ მოხდებოდა" - სანდრო შელია ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე

"2 სხვადასხვა მოწყობილობაა, რომლებიც უნდა იყოს ადგილზე: ერთი - დენის გაჟონვის წინააღმდეგ მოწყობილობა, რომელიც უნდა თიშავდეს მთელ სისტემას იმ შემთხვევაში, თუ ხდება ძაბვის და დენის გადინება და მეორეა დამიწების სისტემა. ამ მოწყობილობებიდან ერთ-ერთი მათგანი მწყობრში რომ ყოფილიყო, ეს არ მოხდებოდა" - ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტმა, კომპანია CAI-ს გენერალურმა დირექტორმა სანდრო შელიამ "ტვ პირველთან" საუბრისას განაცხადა.

ცნობისთვის, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.