loader

ვრცელდება მარიტა მეფარიშვილის ვიდეო, რომელიც ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრეა გადაღებული - "რას წარმოიდგენდნენ, პარკში გასართობად წასულებს ქვეყანა თავზე ჩამოექცეოდათ" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება მარიტა მეფარიშვილის ვიდეო, რომელიც ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრეა გადაღებული - "რას წარმოიდგენდნენ, პარკში გასართობად წასულებს ქვეყანა თავზე ჩამოექცეოდათ"

ვრცელდება ტრაგიკულად დაღუპული 13 წლის მარიტა მეფარიშვილის ვიდეო, რომელიც ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრეა გადაღებული.

"რას წარმოიდგენდნენ, პარკში გასართობად წასულებს ქვეყანა თავზე ჩამოექცეოდათ... ეს რა უბედურება გვჭირს!!! გული როგორ არ მიჩერდება!!! მარიტა-ანგელოზო - ვაი, შენს დედას" - წერს სოციალურ ქსელში თამარ ფასიეშვილი და ვიდეოს აქვეყნებს.

ცნობისთვის, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა 55-ე სკო­ლის მოს­წავ­ლე მა­რი­ტა მე­ფა­რიშ­ვი­ლია. ის ჩოგ­ბურ­თე­ლი იყო და წარ­მა­ტე­ბულ მო­მა­ვალ­საც უწი­ნა­სწარ­მე­ტყვე­ლებ­დნენ. მა­რი­ტა გა­სულ წელს სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნიც გახ­და.