loader

"ისეთი ლამაზი იყო, წყლიდან რომ ამოიყვანეს - ანგელოზს ჰგავდაო... მამა მოვარდა სახლის ტანსაცმლით - „სუნთქავს, სუნთქავს“ - ჯიუტად იძახდაო" - რას წერს ქალი, რომლის სიძეც ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ ამბავს შეესწრო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ისეთი ლამაზი იყო, წყლიდან რომ ამოიყვანეს - ანგელოზს ჰგავდაო... მამა მოვარდა სახლის ტანსაცმლით - „სუნთქავს, სუნთქავს“ - ჯიუტად იძახდაო" - რას წერს ქალი, რომლის სიძეც ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ ამბავს შეესწრო

მედიასააგენტო "სახელების" რედაქტორი ნანა აკობიძე სოციალურ ქსელში ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.

„იცით, ხომ - ბავშვი მოკვდა დღეს ვაკის პარკში. ბავშვები ვიყავით სკოლიდან გასულები დასვენებაზე. უკვე მკვდარი იყო. “ჩემი შვილი ამბობს. სკოლიდან დაბრუნდა - ისევ ვაკის პარკზე გადმოიარა. ყვითელი ლენტებით შემოსაზღვრულ ადგილზე. მოვიდა და ჰყვება სხვა ბავშვის სიკვდილის ამბავს - შემზარავად მშვიდი ხმით.15 წლისაა და შეჩვეულია უკვე არაიშვიათ სიკვდილებს და ტრაგიკულ შემთხვევებს. თვალიც შეაჩვია, ყურიც და ემოციებსაც მართავს - ჩემზე უკეთესად. ჩემი სიძე კი, რომელიც ვაკის პარკში მუშაობს და იმ საბედისწერო წუთებამდე კარუსელებზე აკატავა ეს ულამაზესი გოგო სხვა ბავშვებთან ერთად, ამ დრომდე ტირის დაცვის სხვა ბიჭებთან ერთად: ისეთი ლამაზი იყო, წყლიდან რომ ამოიყვანეს - ანგელოზს ჰგავდაო. მამა მოვარდა სახლის ტანსაცმლით - „სუნთქავს, სუნთქავს“ - ჯიუტად იძახდაო...და ჰო - ჯერ ბიჭი გადამხტარა შადრევნიდან ბურთის ამოსაღებად. იმ ბიჭის საშველად გადამხტარა ეს ანგელოზი გოგო, მეორე ბიჭთან ერთად... საშიშად შეეჩვივნენ ჩვენი შვილები სიკვდილებს და საფრთხეებს. ჩვენ ვერ - მაგრამ რა მერე? რას ვაკეთებთ, ტირილის და მოთქმის გარდა? ვერაფერს. იმიტომ, რომ მხოლოდ ტირილი გამოგვდის კარგად", - წერს ნანა აკობიძე.