loader

"ჩემი მწვრთნელის შვილია მარიტა! ახლაააა გავიგეეე" - რუსკა ქარქაშაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩემი მწვრთნელის შვილია მარიტა! ახლაააა გავიგეეე" - რუსკა ქარქაშაძე

ვაკის პარკში მომხარ ტრაგედიაზე, სადაც 13 წლის გოგონა დაიღუპა რუსკა ქარქაშაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:

"ვაიმეეეე !!! არ მჯერააა!! მარიტააააააა

ჩემს თვალწინ გაიზარდა!!!!!! ჩემი მწვრთნელის შვილია მარიტა! ახლაააა გავიგეეე ….. ღმერთო ეს რა უბედურებაააა!!! სიტყვებიიიი დავკარგე არ ვიცი რა ვთქვა!!! ან ამ დროს რა უნდა ვთქვა" - წერს რუსკა ქარქაშაძე.

ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. ერთი ბავშვი ამ დრომდე იაშვილის კლინიკაში რჩება, ერთი კი „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკაშია.