რა საგამოძიებო მოქმედებებია ჩატარებული ამ დროისთვის, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის საქმეზე - შს მინისტრის მოადგილის ბრიფინგი
ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინიტროში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. როგორც მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, გადაკვალიფიცირდა მუხლი, რომლითაც გამოძიება მიმდინარეობდა, ამ დროისთვის უწყება საქმეს 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით იძიებს, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.