ამ წუთებში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე შსს-ში ბრიფინგი მიმდინარეობს
ამ წუთებში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე შსს-ში ბრიფინგი მიმდინარეობს
ცნობისთვის, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. ერთი ბავშვი ამ დრომდე იაშვილის კლინიკაში რჩება, ერთი კი „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკაშია.
მომხდართან დაკავშირებით ვაკე - საბურთალოს პოლიციის სამმართველოში არაერთი პირი გამოიკითხა, მათ შორის დაკითხვაზე იმყოფებოდა ლაშა ფურცხვანიძე, კომპანია „გრინ სერვისის“ დამფუძნებელი, რომელიც ვაკის პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოებზე იყო პასუხისმგებელი.