loader

რა განაცხადა თბი­ლი­სის მე­რი­ის გა­რე­მოს დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სმა გამოკითხვაზე მისვლამდე? - "შადრევანი დილითაც გაიწმინდა, ჩვეულებრივად ჩაირთო" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა განაცხადა თბი­ლი­სის მე­რი­ის გა­რე­მოს დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სმა გამოკითხვაზე მისვლამდე? - "შადრევანი დილითაც გაიწმინდა, ჩვეულებრივად ჩაირთო"

თბი­ლი­სის მე­რი­ის გა­რე­მოს დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი გიგა გი­გაშ­ვილი ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ში ვა­კის პარკში მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­კი­თხვა­ზე მი­ვი­და.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, შად­რე­ვა­ნი, რო­მელ­მაც 13 წლის გო­გო­ნას სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა, ექ­სპერ­ტი­ზის მიერ იყო შე­მოწ­მე­ბუ­ლი და მე­რი­ის სამ­სა­ხუ­რის მიერ არა­ერ­თხელ და­ტეს­ტი­ლი.

"გატესტილიც იყო, დაექსპერტებულიც იყო, რა მოხდა, გამოძიება დაადგენს... დილითაც გაიწმინდა, ჩვეულებრივად ჩაირთო", - ამბობს მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი.

ცნო­ბის­თვის, ვა­კის პარკში, შად­რე­ვან­ში სამი ბავ­შვი ბურ­თის ამო­სა­ტა­ნად ჩა­ვი­და, რა დრო­საც მათ დენ­მა და­არ­ტყა. ბავ­შვე­ბი კლი­ნი­კა­ში სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ გა­და­იყ­ვა­ნა. ერთ-ერთი ბავ­შვის, 13 წლის გო­გო­ნას მდგო­მა­რე­ო­ბა თა­ვი­დან­ვე მძი­მე იყო და ის ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 240-ე პრი­მა მუხ­ლით და­ი­წყო, რაც უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­საც მოჰ­ყვა ჯან­მრთე­ლო­ბის ნაკ­ლე­ბად მძი­მე ან მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა.

ვიდეო: "ფორმულა"