"დამრიგებლის მხრიდან ინფორმირებული ვიყავით... ბავშვებმა გვითხრეს, რომ ვაკის პარკში არიან, ერთობიან და არაფერია საშიში" - რას ამბობს ერთ-ერთი მოზარდის მშობელი
"დამრიგებლის მხრიდან ინფორმირებული ვიყავით. ვცდილობდით შვილებთან დაკავშირებას. ზოგმა გვიპასუხა, რომ ვაკის პარკში არიან და არაფერი იყო საშიში", - ამბობს ერთ-ერთი მოზარდის მშობელი ჟურნალისტებთან.
ცნობისთვის, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.