loader

"ბოდიში მინდა მოვიხადო... ჩემთვისაც ის განცხადება, რაც გავაკეთე, სრულიად მიუღებელია" - გიორგი ამილახვარი ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შესახებ გაკეთებული განცხადების შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბოდიში მინდა მოვიხადო... ჩემთვისაც ის განცხადება, რაც გავაკეთე, სრულიად მიუღებელია" - გიორგი ამილახვარი ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შესახებ გაკეთებული განცხადების შესახებ

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა, ბოდიში მოიხადა იმ განცხადებისთვის, რომელიც ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევას ეხებოდა. როგორც დეპუტატმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გამოსვლისას მისივე განცხადების კომენტირებისას განმარტა, როდესაც ჟურნალისტმა კითხვით მიმართა, მას ინფორმაცია არ ჰქონდა რეკონსტრუქციის სტატუსის შესახებ და არც მომხდარი ტრაგედიის შესახებ.

გიორგი ამილახვრის თქმით, განცხადების გაკეთების მომენტისთვის, ის ფიქრობდა, რომ ვაკის პარკში რეკონსტრუქცია ჯერ ისევ მიმდინარეობდა.

მანამდე გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ იქ, სადაც რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, ბავშვები არ უნდა თამაშობდნენ.

ჟურნალისტმა დეპუტატ გიორგი ამილახვარს კითხვის დასმის დროს უთხრა, რომ ვაკის პარკის შადრევანთან სკოლის მოსწავლეები სეირნობდნენ, მათ ბურთი ჩაუვარდათ, იქ ჩახტა გოგონა, რა დროსაც მას დენმა დაარტყა. ჟურნალისტმა ამილახვარს ჰკითხა, ჰქონდა თუ არა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია და როდესაც მოსწავლეები გადაადგილდებიან, უნდა იყოს თუ არა უსაფრთხოების წესები დაცული, რომ მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას. ჟურნალისტმა ასევე დამატებით იკითხა, როდესაც რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, უნდა იყოს თუ არა უსაფრთხოების ისეთი ზომები მიღებული, რომ ბურთი არ ჩავარდეს და ბავშვს დენმა არ დაარტყას.