loader

ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაღუპული მოზარდის ვინაობა ცნობილია - განათლების მინისტრის მოადგილის განცხადება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაღუპული მოზარდის ვინაობა ცნობილია - განათლების მინისტრის მოადგილის განცხადება

ვაკის პარკში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი გოგონა 55-ე სკოლის მოსწავლე მარიტა მეფარიშვილია. ამის შესახებ გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე თა­მარ მა­ხა­რაშ­ვილ­მა ჟურნალისტებს განუცხადა.

"ვუსამძიმრებთ მარიტა მეფარიშვილის ოჯახს... 55-ე საჯარო სკოლაში ეს ბავშვები დილიდან არ გამოცხადდნენ გაკვეთილზე. დამრიგებელმა აცნობა მშობლებს ამის შესახებ" - განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ.

ცნობისთვის, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.