loader

palitravideo.ge -ს განცხადება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

palitravideo.ge -ს განცხადება

2022 წლის 10 ოქტომბერს palitravideo.ge-ზე გამოქვეყნდა რამდენიმეწამიანი ვიდეო ქალბატონ ნათია მეგრელიშვილის მონაწილეობით, სადაც თითქოსდა პუბლიცისტი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის “პატარა, დასველებული, გაპუტული წიწილა".

როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული ვიდეო, რომელიც ინტერნეტში ვრცელდება, არის დამონტაჟებული, ე.წ. ფეიქი. მსგავსი სიტყვები ნათია მერელიშვილს მიხეილ სააკაშვილის შესახებ ერთ-ერთ ეთერში არ გაუჟღერებია.

ჩვენი შეცდომის გამო პუბლიცისტს შეექმნა დისკომფორტი. palitravideo.ge-ს რედაქცია ბოდიშს უხდის ქალბატონ ნათიას და საზოგადოებას გადაუმოწმებელი ინფორმაციის გამოქვეყნებისთვის.