“ვის უთხარი ყ**ქალა, ვის აკადრე!.. რა გაქვს მიღებული“ - გიორგი გასვიანი ძაღლის გამო დაწყებული სკანდალური კონფლიქტის ახალ ვიდეოს ასაჯაროებს
“ჩემს ოჯახზე განხორციელდა თავდასხმა და ძალადობა, ახლაც კიბერბულინგი ხორციელდება!
ძალადობა მოხდა 17 ივნისს, ვარკეთილის ერთ-ერთ ღია კაფეში! თან მახლდა მეუღლე და 6 თვის შვილი (გალა), ასევე ჩემი დეიდაშვილი! ჯერ ვისეირნეთ, შემდეგ წყლის დასალევად დავსხედით იქვე გზად ღია კაფეში! მოვიდა მამაკაცი ჩვენთან ახლოს... ძაღლი ალიკაპის გარეშე ეჭირა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ მამაკაცს! ბავშთან იდგა ერთ მეტრში, მუხლებში იკეცებოდა ეს კაცი, ძაღლი იწევდა ჩვენკენ და მიმტანმა სთხოვა დელიკატურად, გაეყვანა მოშორებით ძაღლი. ჩვენ ისედაც წასვლა დავაპირეთ, ანგარიში უნდა გადამეხადა! იქვე სხვა ქუჩის ძაღლიც მოვიდა და შეიქმნა საშიშროება, ძაღლებს არ აეტეხათ ჩხუბი ან ა. შ.
რადგან მიმტანმა ითხოვა, ძაღლი გაეყვანათ დროებით გვერდზე, ამის გამო გამოვარდა კაფედან 30 წლის ქალი (მარიამ ჰოიზელი) და პირდაპირ გინება დაუწყო ჩემს მეუღლეს! ჩვენ ფეხზე წამოვხტით, ვერ მივხვდი, ვინ იყო და რა უნდოდა.. " რატომ გვაგინებ, რა გინდა, ვინ ხარ- მეთქი" - თავზარი დაგვეცა.. მან სტაცა ხელი ძაღლის ჯაჭვს და გამოართვა იმ კაცს, მარიტას და ბავშვისკენ წამოიყვანა ძაღლი შეშინების მიზნით - "რას ჰქვია, ძაღლის რატომ გეშინიაო, მუქარის ტონით და გინებით! ამაზე რეაქცია გვქონდა, სასწრაფოდ გაეყვანა ძაღლი და ბავშვს ნუ ემუქრებოდა, ამის გამო დავრეკე პოლიციაში, ამ ქალს ფეხებზე ეკიდა პოლიციაც და ყველაფერი! შევიყვანე კაფეში ბავშვი და მარიტა, ჩემი დეიდაშვილი და იქ მდგომი ხალხი ყველაფრის მომსწრეა! ეს ქალი წინ ჩამოგვიჯდა კაფეს კარებთან, უკან ძაღლი და კაცი იდგა და ყეფდა ეს ძაღლი, აწყვეტაზე იყო.. წასვლის და ანგარიშის გადახდის საშუალება არ მოგვცა, ძაღლიანად გვდარაჯობდა! დაგვცინოდა, ძაღლის გეშინიათ, სასაცილოებოო... ბავშვი და მარიტა კაფეში შევმალე მაგის გამო და როცა ვუყვირე, შენ ალბათ ფხიზელიც არ იქნები და 6 თვის ბავშვს ძაღლით დასდევ, რა გაქვს მიღებული-მეთქი, აიღო და სკამი გამოგვიქანა... თურმე მარიტაც გამოსული იყო, გვერდით მედგა მარიტა და ბავშვი.. მე ვერ დავინახე, რომ გამოსულან კაფედან და ეს მოქნეული სკამი ქოლგის ბოძს რომ არ მოხვედროდა, ალბათ ან თავს გაგვიტეხავდა, ან ბავშვს მოხვდებოდა!! მერე მომვარდა და ხელები მირტყა, მე ვიდეოს ვუღებდი და თითი არ დამიკარებია, პოლიციას ველოდებოდი! მერე შევიკეტეთ კაფეში და ის ქალი გაიქცა.. მოვიდა პოლიცია და დაიწყო დაკითხვა და გამოძიება! ეს მოხდა 17 ივნისს!! მას შემდეგ გავიდა 4 თვე! მე დაზარალებულად მცნეს და დანარჩენი სასამართლოს პრეტოგატივაა! ამ მოძალადე ქალმა კი გადაწყვიტა, რომ სასამართლომდე ერთი დღით ადრე ჩემზე ზეწოლის მიზნით სხვადასხვა არასწორი და ყალბი ამბავი "ააგორა" სოცქსელში, რადგან მე არ მსურდა ბავშვზე ნასროლი სკამის და ასეთი მგრძნობიარე თემის გამოტანა სოცქსელში! თუმცა აგერ, ვასაჯაროებ სრულ ვიდეომასალას რაც გადავიღე! (აქ არ ჩანს თავიდან რომ გამოვარდა გინებით და ძაღლით დაშინება დაუწყო მარიტას!), მიზეზი, რის გამოც არ გავასაჯაროვე, იყო ის, რომ ისედაც ძალადობის მუხლი ემუქრებოდა და ბულინგის მსხვერპლი არ მინდოდა გამხდარიყო! ჩვენ ძაღლთან და მით უმეტეს, ცხოველთან არავითარი დისკრიმინაციის შემცველი საქციელი არ ჩაგვიდენია! აგრესიული მოქალაქე დაგვდევდა ძაღლით, მარიტას ჭიქაც კი გაუვარდა და დაიმსხვრა ნერვიულობისგან და შიშიგან! დაგვესხა თავს, რატომ გეშინიათ ალიკაპის გარეშე ძაღლისო და გვაგინა და გვცემა!!! ბავშვის სიცოცხლე დააყენა რისკის ქვეშ!!
ჩემი უდიდესი თავშეკავების მიზეზი იყო ის, რომ ქალი იყო... და მიუხედავად იმისა, რომ მცემა და მაგინა, თითი არ დავაკარე! პოლიციის გამოძახებაც კი არ აშინებდა ქალს! ეჭვი მაქვს, რაიმე ძლიერი ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იქნებოდა! ან ვფიქრობდი, რომ შეურაცხადი იყო!
თქვენ როგორ მოიქცეოდით ჩემს ადგილას ასეთ აგრესიულთან? ვიცი, ბევრი ჩემსავით ვერ შეიკავებდა თავს! იქვე მეუბნებოდნენ გამვლელები, ყოჩაღ, როგორ შეიკავე თავიო!
მე მოვითხოვ, კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯოს ადამიანი, ვისთვისაც არაფერს წარმოადგენს 6 თვის ჩვილი, არც პოლიციას დაუკავებია აქამდე, მხოლოდ 3000 ლარიანი გირაოთი გარეთ დადის და საშიშია საზოგადოებისთვის!!! საზოგადოებას გთხოვთ დადექით ჩვენ გვერდით და ერთად ვებრძოლოთ კიბერ ბულინგსა და ყალბ აგორებულ ინფორმაციას ცხოველთა უფლებების შესახებ. გთხოვთ გამოხატოთ რეაქცია და პოზიცია მოძალადეების მიმართ!“ - წერს გიორგი გასვიანი.