loader

რას ამბობენ კლინიკაში ბავშვებზე, რომლებსაც ვაკის პარკში დენმა დაარტყა? - "შოკურ მდგომარეობაში შემოიყვანეს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობენ კლინიკაში ბავშვებზე, რომლებსაც ვაკის პარკში დენმა დაარტყა? - "შოკურ მდგომარეობაში შემოიყვანეს"

ბავშვები, რომელთაც ვაკის პარკში დენმა დაარტყა, ხეჩინაშვილის კლინიკაში შოკის მდგომარეობაში იმყოფებიან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში განუცხადეს.

„ორივე ბავშვის მდგომარეობა მძიმეა“, - აღნიშნეს კლინიკაში.

ცნობისთვის, ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად მასში ჩასულ ორ არასრულწლოვანს კი დენმა დაარტყა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.