კვარაცხელიამ მე-16 წუთზე "აიაქსის" წინააღმდეგ საგოლე პასი შეასრულა
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 მატჩში "ნაპოლი" "აიაქსს" მასპინძლობს და 21-ე წუთისთვის 2:0 ამარცხებს.
მე-16 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ ფლანგზე ჩინებული გარღვევა განახორციელა და ჯაკომო რასპადორის გაატანინა, "კვარამ" ჩემპიონთა ლიგაზე მესამე საგოლე პასი მიითვალა, რაც შეეხება პირველ გოლს, "აიაქსის" საჯარიმოში ლამაზი კომბინაციის შემდეგ, ირვინ ლოსანომ თავური დარტყმით შეხვედრის ანგარიში გახსნა.