loader

“წუხელ ისევ მოხდა ჩამონგრევა რამდენიმე ადგილას! სანამ მსხვერპლი არ მოჰყვება, არ დაგვადგება საშველი?“ - უახლესი ვიდეო გლდანიდან, სადაც ანგია ბოჭორიშვილის 3 ნომერში მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას ითხოვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“წუხელ ისევ მოხდა ჩამონგრევა რამდენიმე ადგილას! სანამ მსხვერპლი არ მოჰყვება, არ დაგვადგება საშველი?“ - უახლესი ვიდეო გლდანიდან, სადაც ანგია ბოჭორიშვილის 3 ნომერში მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

“დილა მშვიდობის, ბ-ნო კონსტანტინე ზარნაძე • Konstantine Zarnadze: თქვენ კი გაგითენდათ უღრუბლო და მშვიდობიანი დილა, მაგრამ ანგია ბოჭორიშვილის 3 ნომერში მცხოვრები ლტოლვილი მოსახლეობის რა მოგახსენოთ!

წუხელ ისევ მოხდა ჩამონგრევა რამდენიმე ადგილას (ვურთავ ვიდეოს, შეადარეთ ძველი ახლანდელს და ნახავთ, რა ჩამოინგრა). ბატონო კონსტანტინე, სანამდე ასე უპატრონოდ?! სანამდე ასე შიშში და სტრესშიი? თქვენი აზრით, ნორმალურია ეს ყოველივე, ადეკვატურია თქვენი და გამგეობის რეაქცია?

სანამ ამ ყოველივეს მსხვერპლი არ მოჰყვებაა, არ დაგვადგება საშველი? სანამდე უნდა გაგრძელდეს ამ ქვეყანაში ადამიანების სიცოცხლით მანიპულირება?! მოგვხედეთ! დაგვეხმარეთ! სიმშვიდე დაგვიბრუნეთ! გვიშველეთ!!“ - წერს ანგია ბოჭორიშვილის 3 ნომერში მცხოვრები და ვიდეოს აქვეყნებს.

პოსტს კონსტანტინე ზარნაძე გამოეხმაურა, რომელმაც განმარტა, რომ კომპანიას მშენებლობის უფლება ამ ეტაპზე შეჩერებული აქვს, უნდა მოახდინოს ჩამონგრეული მხარის გამაგრება. თუმცა, როდიდან დაიწყებს კომპანია გამაგრებით სამუშაოებს, არ არის დაკონკრეტებული.

“კანონმდებლობით ვადების განსაზღვრა არ ხდება, თითოეული გაჩერებული დღე მშენებელს აღარიბებს და მის ინტერესებშია, რაც შეიძლება სწრაფად მოიყვანოს სისწორეში დავალება. მუნიციპალური ინსპექცია მოვა და შეამოწმებს ადგილზე ცვლილებებს. მომწონს“ - წერს კონსტანტინე ზარნაძე.