loader

რა განაცხადა ნიკოლოზ ბასილაშვილმა სასამართლოში მისვლის დროს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა განაცხადა ნიკოლოზ ბასილაშვილმა სასამართლოში მისვლის დროს?

ყოფილი მეუღლის, ნეკა დოროყაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი აცხადებს, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ თვლის. როგორც მან განმარტა, მასსა და ნეკა დოროყაშვილს შორის დაწყებულ სასამართლო დავაზე დეტალურად მას შემდეგ ისაუბრებს, რაც სასამართლო სხდომები დასრულდება. აღნიშნულის შესახებ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე განუცხადა.

“თავს დამნაშავედ, რა თქმა უნდა, არ ვთვლი. პროცესების შემდეგ გავაკეთებ კომენტარს. რა განცხადებასაც გავაკეთებ, ამას შემდეგ გაიგებთ. როგორც გითხარით, პროცესები რომ დამთავრდება შემდეგ აუცილებლად გავაკეთებ კომენტარს”,- აცხადებს ნიკოლოზ ბასილაშვილი.