"ერთ დღეში ორჯერ დავჯარიმდი, ამის შესახებ არაფერი ვიცოდი, თქვენ გაფრთხილებთ!" - თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდებით, ეს უნდა იცოდეთ!
ნინო სტუდენტი წელს გახდა, თუმცა ის საზოგადოებრივ ტრანსპორტში კვლავ მოსწავლის ბარათით სარგებლობდა. როგორც პოსტიდან ირკვევა, გოგონა კონტროლიორმა იმის გამო დააჯარიმა, რომ მას უკვე აღარ ჰქონდა მოსწავლის სტატუსი, მიუხედავად იმისა, რომ მისი ბარათი კვლავ აქტიური იყო.
მისივე თქმით, კონტროლიორმა ერთ დღეში ორჯერ დააჯარიმა.
ჩვენ დავინტერესდით, შეიძლება თუ არა ერთ დღეში ადამიანი ორჯერ დაჯარიმდეს. როგორც "პალიტრავიდეოს" თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განგვიმარტეს, ყოფილ მოსწავლეს მოსწავლის ბარათით სარგებლობის უფლება 1-ელ ოქტომბრამდე ჰქონდა, სანამ სტუდენტის ბარათს აიღებდა. ამის შემდეგ კონტროლიორს აქვს უფლება, დააჯარიმოს. ასევე აქვს კონტროლიორს უფლება, თუ იმავე ბარათს კვლავ გამოიყენებს, ერთ დღეში ორჯერ დააჯარიმოს.