loader

"ჩემზე ჯერ არ დაწერო, დედა ინერვიულებსო" - ცნობილია, ვინ არის უკრაინაში დღეს და­ღუ­პუ­ლი ქარ­თვე­ლი მე­ბრძო­ლი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩემზე ჯერ არ დაწერო, დედა ინერვიულებსო" - ცნობილია, ვინ არის უკრაინაში დღეს და­ღუ­პუ­ლი ქარ­თვე­ლი მე­ბრძო­ლი

უკრაინაში ქართველი მებრძოლი, წალენჯიხელი ედიშერ კვარაცხელია დაიღუპა.

"ძალიან მიჭირს… "მე პატარა კაცი ვარ, ჯიმა, ოღონდ დიდი გულით. ჩემზე ჯერ არ დაწერო, დედა ინერვიულებს" - ეს იყო ბოლო ჩვენი მიმოწერა. მშვიდობით, ძმაო" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბერ­დია კა­ლან­დია წერს.

არსებული ინფორმაციით, ედიშერ კვარაცხელია დონეცკის ოლქში დღეს დილით რუსეთის მხრიდან განხორციელებულ სარაკეტო იერიშს ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი უკრაინაში 2014 წლის შემდეგ იმყოფებოდა და ომის დაწყების დღიდან იბრძოდა.

უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან დღემდე 20 ქართველი მებრძოლია დაღუპული.