loader

შარდენზე "ქართული ღვინის ფესტივალი 2022" გაიმართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შარდენზე "ქართული ღვინის ფესტივალი 2022" გაიმართა

რიგით მეოთხე “ქართული ღვინის ფესტივალი” პანდემიის გამო ორწლიანი პაუზის შემდეგ პირველად გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში, მიმდინარეობდა როგორც ქართული ფოლკლორული ანსამბლების, ისე ქართული ბენდებისა და უცხოური მუსიკის შემსრულებლების კონცერტი. ასევე, მოეწყო “კოკა-კოლას” გათამაშება, სადაც გამარჯვებულს სასაჩუქრე ყუთი გადაეცა. ფესტივალის სპონსორი იყო „კოკა-კოლა“, ფესტივალის პარტნიორები კი იყვნენ “პალიტრა ჰოლდინგი“, „მეიდან ჯგუფი“, პრემიუმ ხარისხის ღვინის შესაფუთი მასალების მიმწოდებელი კომპანია „ვაინპაკი“ და „თბილისის ღვინის მუზეუმი“.