"ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი, თუ რამის გადატანა ასე გამიჭირდებოდა" - მამუკა მდინარაძე თერჯოლის მერს ემოციურად ემშვიდობება
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში თერჯოლის მერის, ლაშა გოგიაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება.
"ლაშა გოგიაშვილი, სანამ ცოცხალი ვარ, რასაც შევძლებ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ცოტათი მაინც დარჩე ჩვენთან... ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი, თუ რამის გადატანა ასე გამიჭირდებოდა. მადლობა სამაგალითო ძმობისთვის!!! შეხვედრამდე…" - წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, 2 დღის წინ თერჯოლის მერი ლაშა გოგიაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა თერჯოლის სოფელ სეფარეთის ტერიტორიაზე მოხდა, სადაც ლაშა გოგიაშვილი მოტოციკლით გადაადგილდებოდა. არსებული ინფორმაციით, მერის მოტოციკლი ტრაილერს შეეჯახა. ლაშა გოგიაშვილი ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.