"ჩემს დიაგნოზებს "ვგუგლავდი"... - თიკო სადუნიშვილი 6-წლიანი სატელევიზიო პაუზის შემდეგ ეკრანზე პირველად გამოჩნდა
თიკო სადუნიშვილი 6-წლიანი სატელევიზიო პაუზის შემდეგ დღეს, "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მხოლოდ ლელასთან" მოჰყვება ამბებს, რომლებსაც პირველად მოისმენთ.
"დიდი დეპრესიის ეპიზოდი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში... დიაგნოზი მქონდა ტვინის ინტოქსიკაცია... იყო პერიოდები, როცა სუიციდურ აქტზეც მეფიქრებოდა. აბსოლუტურ სულიერ სიცარიელეს განვიცდი. ეს იყო ფსკერი ალბათ. ჩემს დიაგნოზებს "ვგუგლავდი". თავიდან შევიყვარე ჩემი თავი", – აღნიშნავს თიკო გადაცემის ანონსში.