loader

"არ შეიძლება ასე, ამხელა ამბავია ატეხილი, მილიონმა ადამიანმა დამირეკა" - რას ამბობს ლევან თედიაშვილის შვილი მათი ოჯახის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ შეიძლება ასე, ამხელა ამბავია ატეხილი, მილიონმა ადამიანმა დამირეკა" - რას ამბობს ლევან თედიაშვილის შვილი მათი ოჯახის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ლე­ვან თე­დი­აშ­ვი­ლის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ­მა ინ­ფორ­მა­ცი­ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი შეშ­ფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. თა­მარ მო­ლაშ­ვილ­მა პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ლე­გენ­და­რუ­ლი მო­ჭი­და­ვის ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე წერ­და და იქვე აღ­ნიშ­ნავ­და, რომ თე­დი­აშ­ვი­ლი მარ­ტო, "ყვე­ლას­გან მი­ტო­ვე­ბუ­ლი" იყო.

ასე­ვე გან­ხილ­ვის სა­გა­ნი გახ­და მის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფოტო. ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი წერ­დნენ, რომ ფოტო, რო­მე­ლიც მო­ლაშ­ვილ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რე­ა­ლუ­რად ფილმ "ბრა­ი­ტო­ნი­დან" იყო ამო­ღე­ბუ­ლი, სა­დაც ლე­ვან თე­დი­აშ­ვი­ლი თა­მა­შობს. რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, ფოტო ნამ­დვი­ლად ახა­ლია და ცნო­ბი­ლი სპორ­ტსმე­ნის სახ­ლშია გა­და­ღე­ბუ­ლი.

იმის გასარკვევად, როგორია ლევან თედიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რეალურად შეესაბამება თუ არა გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს, ლევან თედიაშვილის ვაჟს, ბესო თედიაშვილს დავუკავშირდით, რომელმაც გვითხრა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება .