loader

"ყოველდღე ვუყურებ და გული მეწვება" - რა კადრები ვრცელდება დიდი დიღმიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ყოველდღე ვუყურებ და გული მეწვება" - რა კადრები ვრცელდება დიდი დიღმიდან

დიდი დიღმის დახურულ ჯგუფში ვრცელდება კადრები, რომელშიც ჩანს, რომ მოხუცი ქალი ქუჩაში ცხოვრობს.

"მეგობრებო, არ ვიცი, რამდენად სწორ ადგილზე ვდებ ამ პოსტს, მაგრამ თუ სადმე უკეთესი სივრცეა, გთხოვთ, მირჩიოთ. ამ ქალბატონს ყოველდღე ვუყურებ და ყოველდღე გული მეწვება, ვინაიდან იმაზე მეტს ვერ ვაკეთებ, ვიდრე გამიკეთებია. ამ სიცივეში რომ უწევს გარეთ გათენება, ეს აზრი უბრალოდ გულს მიკლავს და კიდევ უფრო მიღვივებს დანაშაულის გრძნობას... გთხოვთ, იქნებ რამით ერთად დავეხმაროთ, საკვებით, პირველადი საჭიროების ნივთებით, ტანსაცმლით, საბნით და ა.შ. ვისაც სურვილი გაქვთ, გთხოვთ, მომწერეთ და ერთად მოვიფიქროთ რამე, ოდნავ მაინც რომ შევუმსუბუქოთ ეს სიტუაცია" - წერენ დიდი დიღმის ჯგუფში.