loader

"ყირიმის ხიდზე აფეთქებული სატვირთო მანქანის მარშრუტის ერთ-ერთი მიმართულება საქართველოა" - რუსეთის საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ყირიმის ხიდზე აფეთქებული სატვირთო მანქანის მარშრუტის ერთ-ერთი მიმართულება საქართველოა" - რუსეთის საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი

"მანქანამ, რომლითაც ყირიმის ხიდი ააფეთქეს, ბულგარეთის, საქართველოს და სომხეთის ტერიტორია გაიარა" - ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ალექსანდრ ბასტრიკინის თქმით, უკვე დადგენილია იმ პირების ვინაობა, რომლებმაც ეს მარშრუტი დაგეგმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ აფეთქება ყირიმისა და რუსეთის დამაკავშირებელ მთავარ ხიდზე უკრაინის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი ტერორისტული აქტი იყო.

ვიდეო: "მთავარი არხი"