loader

"ჩემს შვილს დაემუქრა, ცო­ცხა­ლი გვა­მი ხარო - ეს რომ გა­რეთ გა­მო­ვი­დეს, სა­მი­ვე ბავ­შვს მო­მიკ­ლავს" - რას ამბობს თელავში, შვილების თვალწინ მოკლული გოგოს დედა სიძეზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩემს შვილს დაემუქრა, ცო­ცხა­ლი გვა­მი ხარო - ეს რომ გა­რეთ გა­მო­ვი­დეს, სა­მი­ვე ბავ­შვს მო­მიკ­ლავს" - რას ამბობს თელავში, შვილების თვალწინ მოკლული გოგოს დედა სიძეზე?

თე­ლავ­ში 22 წლის თ.გ.- მა 26 წლის მე­უღ­ლე, მა­რი­ამ გამ­ტკი­ცუ­ლაშ­ვი­ლი მოკ­ლა. ფაქტს გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბი შე­ეს­წრნენ.

მოკ­ლუ­ლი ქა­ლის დე­დის თქმით, შვი­ლის სიკ­ვდი­ლი მას შვი­ლიშ­ვი­ლებ­მა შე­ა­ტყო­ბი­ნეს.

"ბავ­შვი მო­ვარ­და, ჩქა­რა ბებო, დე­დას კლავ­სო. ტუ­ა­ლეტ­ში შე­იყ­ვა­ნა, დე­დას ახ­რჩობს და დანა და­ვუ­მა­ლეო. ერთი კვი­რის წინ და­ა­ჭე­რი­ნა, იმ­დე­ნი ეცად­ნენ მი­სი­ა­ნე­ბი, გა­მო­აშ­ვე­ბი­ნეს. ბავ­შვმა კი მი­თხრა, თორ­ნი­კე დე­დას­თან არის და კლავ­სო, მაგ­რამ მე ვე­ღარ მი­ვი­დო­დი, მე რომ მივ­სუ­ლი­ყა­ვი, ჩემი ქმა­რი და შვი­ლი გა­მო­ვი­დოდ­ნენ და კი­დევ მკვლე­ლო­ბა მოხ­დე­ბო­და. 6 წლის ბავ­ში გოგო, ჩემ­თან გა­მო­იქ­ცა, წლ­ნა­ხევ­რის ბავ­ში კი დარ­ჩა დე­დას­თან და იმან თა­ვი­სი თვა­ლით და­ი­ნა­ხა ეს ყვე­ლა­ფე­რი." - ამ­ბობს ambebi.ge - სთან მა­რი­ამ გამ­ტკი­ცუ­ლაშ­ვი­ლის დედა.

დე­დის მო­ნა­თხრო­ბის თა­ნახ­მად, ბრალ­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი პო­ლი­ცამ 3 ოქ­ტომ­ბერს მის შვილ­ზე ძა­ლა­დო­ბის მუხ­ლით და­ა­კა­ვა, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე დღე­ში 2000 ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

"ძა­ლა­დო­ბის მუხ­ლით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი და გა­მო­უშ­ვეს. რა­საც ემუქ­რე­ბო­და, ის აის­რუ­ლა. იმ ღა­მეს მეც გა­მარ­ტყა. და­ე­მუქ­რა ჩემს შვილს, ცო­ცხა­ლი გვა­მი ხარო. გი­ჟია, ეს რომ გა­რეთ გა­მო­ვი­დეს, სა­მი­ვე ბავ­შვს მო­მიკ­ლავს. სა­მუ­და­მო უნდა მი­ე­სა­ჯოს." - აცხა­დებს გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის დედა.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი უკვე და­ა­კა­ვეს.

საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა 109-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

და­ნა­შა­უ­ლი 16-დან 20 წლამ­დე, ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

წყარო: https://www.ambebi.ge/article/283607-bavshvi-movarda-chkara-bebo-dedas-klavso-erti/