ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ყირიმის ხიდზე დღეს მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ისინი სავარაუდოდ, იმ სატვირთო მანქანის ახლომდებარე ავტომობილში ისხდნენ, რომელიც ხიდზე აფეთქდა.
„ორი გარდაცვლილის- მამაკაცისა და ქალის ცხედარი უკვე ამოყვანილია წყლიდან და მათი ვინაობა დგინდება“, - აცხადებენ უწყებაში.
მათივე ცნობით, გამომძიებლებმა დაადგინეს დეტალები სატვირთო მანქანისა და მისი მფლობელის შესახებ და ახლა მის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს.