loader

ვრცელდება სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, რომელშიც ყირიმის ხიდზე სატვირთო ავტომობილის აფეთქების პირველი წამები ჩანს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, რომელშიც ყირიმის ხიდზე სატვირთო ავტომობილის აფეთქების პირველი წამები ჩანს

ყირიმის ხიდზე სატვირთო ავტომობილი ააფეთქეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ანტიტერორისტულ კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დღეს, ყირიმის ხიდის საავტომობილო ნაწილზე ტამანის ნახევარკუნძულის მხრიდან სატვირთო ავტომობილი აფეთქდა, რის შედეგადაც მატარებლის შემადგენლობის შვიდი საწვავის ავზი აალდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ოკუპირებული ყირიმის ე.წ. „ხელისუფლების“ ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

შეგახსენებთ, რომ ყირიმის, ანუ ქერჩის ხიდი ორი პარალელური ნაწილისგან, საავტომობილო და სარკინიგზო ნაწილისგან შედგება და ის რუსეთს ოკუპირებულ ყირიმთან აკავშირებს. ხიდი რუსეთმა ყირიმის ანექსიის შემდეგ ააშენა. ხიდის საავტომობილო ნაწილი, რომლის სიგრძე დაახლოებით 19 კმ-ია, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2018 წელს გახსნა, სარკინიგზო ხიდი კი ორი წლის შემდეგ გაიხსნა.