loader

"გამაოგნებელი ამბები. გამაოგნებელი დუმილი... რა კარგია ციხეში ყოფნა" - რას წერს ნიკა გვარამია ციხიდან? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გამაოგნებელი ამბები. გამაოგნებელი დუმილი... რა კარგია ციხეში ყოფნა" - რას წერს ნიკა გვარამია ციხიდან?

ნიკა გვარამია საპატიმროდან სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ციხეში ყოფნის უპირატესობები.დიტომ მომინახულა და ფეისბუქის ამონარიდები შემომიტანა.

საოცარი სურათია:

მიშა კვდება და ერი დუმს;

ნობელიანტს კვალიფიკაციას უწუნებენ და ერი ისევ დუმს;

მთავარი არხი რეგიონებში იმედს უგებს, ამ დროს მთავარი სულს ღაფავს, იმედი ფულში იხრჩობა, ერი აქაც დუმს.

ევროპული ფონდები კრიტიკულ არხებს ფულს არ აძლევენ (მერე უკვირთ, რუსეთთან საინფორმაციო ომში 10:0 რომ მარცხდებიან)

სოსო (გოგაშვილი) ციხიდან უსტარს უსტარზე აგზავნის, ივანიშვილს ამხელს და თავის 15 მილიონიან ქონებას იცავს.

სოსო (თოფურიძე) ისევ „ყველა ციხეში“-ს გაკივის და ოპოზიციას ამხელს.

გამაოგნებელი ამბები. გამაოგნებელი დუმილი. გამაოგნებელი სიბეცე.

რა კარგია ციხეში ყოფნა", - წერს ნიკა გვარამია.