loader

"ვინ ხარ, რას წამოადგენ? მოეთრევი უნივერსიტეტში და შენ ...." - ვრცელდება ფარული აუდიოჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ რექტორი სტუდენტს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვინ ხარ, რას წამოადგენ? მოეთრევი უნივერსიტეტში და შენ ...." - ვრცელდება ფარული აუდიოჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ რექტორი სტუდენტს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს

სტუდენტების ჩაგვრა უნდა დასრულდეს, ბოდიში არ ტეხავს. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის წინ აქცია-პერფორმანსი ამ ლოზუნგით დაიწყო. მთავარი მოთხოვნა რექტორის, გია კავთელიშვილის გადადგომა იყო.

გამოსაშვების საღამოს არარსებობა, ინფორმაციული ვაკუუმი და რექტორის უარყოფითი შეფასება, ამბის საწყისი დახურულ ჯგუფში კრიტიკული აზრის გამოთქმაა. უნივერსიტეტის შიდა საბჭომ 48 წუთში გადაწყვიტა, რომ თამარი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსს დაემშვიდობება.